პროექტი -,,გაზიარებული
ისტორია-ქრისტოფორო დე კასტელი“ განხორციელდა eTwinning Plus - ის
ფარგლებში( https://live.etwinning.net/projects/project/141760). eTwinning Plus-ი ევროპისა და მისი
მეზობელი ქვეყნების სკოლების თანამშრომლობისთვის შექმნილი ონლაინ პლატფორმაა, სადაც
მასწავლებლებს, სკოლის დირექციას, ბიბლიოთეკარებსა და სკოლაში მომუშავე სხვა პერსონალს
ერთმანეთთან დაკავშირება, თანამშრომლობა, იდეების გაზიარება და საწავლო პროექტების
განხორციელება შეუძლიათ. პროგრამა საშუალებას გვაძლევს ჩავერთოთ ევროპის მაშტაბით ყველაზე
ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში.
თანამედროვე პედაგოგიკაში დღეს განსაკუთრებით აქტუალურია
პროექტზე დაფუძნებული სწავლება, ეს არის მიდგომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავცდეთ
ერთი გაკვეთილის ჩარჩოებში მოქცეულ, მასწავლებელზე ორიენტირებულ აქტივობებს და შევთავაზოთ
მოსწავლეებს უფრო გრძელვადიანი სასწავლო საქმიანობა, რომელიც რეალურ, ცხოვრებისეულ
საკითხებს(პრობლემებს) ეხება. პროექტებით სწავლებისას სწავლება მოსწავლეზეა ორიენტირებული,
რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი,
თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. მოსწავლე მოტივირებულია და ხალისით სწავლობს.
პროექტი ,,გაზიარებული ისტორია“ ინიცირებული იქნა თელავის N
3 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის მანანა ჯაყელის მიერ. მასში ჩართულია 11 სკოლა
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან ჩართულია ლაშის საჯარო სკოლის
VIII, IX და X კლასის მოსწავლეებიც.
ავირჩიეთ საკითხი, რომელზეც ვიმუშავებდით. მოსწავლეთა
ჩართულობით გადაწყდა, რომ ჩვენ აღნიშნულ პროექტში ვიმუშავებდით იტალია- საქართველოს
ურთიერთობის საკითხზე და კერძოდ, ქრისტოფორე დე კასტელის მისიონერულ
მოღვაწეობაზე. რატომ ქრისტეფორე დე კასტელი? იმიტომ, რომ სწორედ მან დაგვიტოვა უნიკალური
ალბომი საქართველოს შესახებ, რომელშიც აღწერს 1628-1654 წლებში საქართველოში არსებულ
სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებას. მოსწავლეებს აძლევს საშუალებას ღრმად ჩასწვდნენ ეპოქას
და კარგად შეისწავლონ ეს პერიოდი. ეპოქას,
როცა საქართველო დაშლილია სამეფო სამთავროებად და ხან ირანული და ხანაც ოსმალური აგრესის
საფრთხეს განიცდის. სწორედ ამ დროს კი ფართოდ იშლება საქართველოში მისიონერული მოღვაწეობა.
ითვინინგ პორტალზე მუშაობისას, იმისათვის რომ შემდგარიყო
ურთიერთობა ევროპელ მოსწავლეებთან, საჭირო იყო მოსწავლეებს წარედგინათ საკუთარი თავი,
სკოლა და ქვეყანა. ამისათვის კი შექმნეს ვიდეო პრეზენტაციები და განათავსეს პორტალზე.
მოიძიეს და შეისწავლეს ინფორმაცია ქრისტეფორე დე კასტელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის
შესახებ. გაეცნენ ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს მეჩვიდმეტე საუკუნეში. ღრმად ჩასწვდნენ
ეპოქას.
პროექტის მიმდინარეობისას, რეალური პრობლემის გადაჭრისას,
მოსწავლეებმა გაკვეთილზე მიღებული ცოდნა და გამომუშავებული უნარები გამოიყენეს. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები იყვნენ
აქტიური შემმეცნებლები, მოახდინეს ცოდნის სისტემატიზაცია და გაკვეთილზე მიღებული ცოდნის
რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირება. რაც პროექტის ჩემ მიერ დაგეგმილ მიზანს ამართლებდა.
გაიზარდა მათი პირადი პასუხისმგებლობა.
პროექტის მიმდინარეობისას მხოლოდ კონსულტირებით შემოვიფარგლებოდი,
ძიებისა და კვლევის პროცესში ვაძლევდი მიმართულებას, ვუთითებდი საჭირო ლიტერატურას.
პროექტის დასაწყისშივე შევთანხმდით ერთმანეთთან ურთიერთობის
ფორმებზე, პროექტის მიზნებსა და აქტივობებზე, მუშაობის პირობებზე და სავარაუდო შედეგებზე.
შეფასების კრიტერიუმებზე. რას ვაფასებთ? ინფორმაციის
მოძიებას და ორგანიზებას, პრეზენტაციის უნარს, მსჯელობას და წერით ნამუშევარს (ისტორიული
თემა).
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული
ალბომი კასტელის შემოქმედების შესახებ და გამოუშვეს კედლის გაზეთი. ბოლოს კი შეაჯამეს
პროექტი. პროექტი განხორციელდა ინგლისურ ენაზე. მასალები განვათავსეთ ითვინინგ პორტალზე
და სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ ბლოგზე. მოსწავლეებმა კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ ვალდებულებებს და გავიდნენ პროექტის მიზნების შესაბამისად შედეგზე. პროექტზე მუშაობისას არ შეგვქმნია რაიმე განსაკუთრებული პრობლემა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეებს უჭირთ ინგლისურ ენაზე ურთიერთობა, თუმცა გუგლის თარჯიმანის დახმარებით ეს პრობლემაც ადვილად მოგვარდა. მოსწავლეებმა გაიმდიდრეს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგი.
ახალი საწავლო წლიდან კვლავ განვაახლებთ პროექტზე მუშაობას და გვექნება ონლაინ ჩართვა პროექტის მონაწილე ქვეყნებთან. თითეული მონაწილე სკაიპ ჩართვის საშუალებით წარადგენს საკუთარ პროექტს და შევქმნით პროექტის ,,გაზიარებული ისტორიის“ ელექტრონულ წიგნს.
მოსწავლის თვითშეფასება პროექტის მსვლელობისას
სასწავლო წელი----------
მოსწავლის სახელი და გვარი--------------
კლასი-------
დავალების/ აქტივობის ხელმძღვანელები----------------
დავალება შევასრულე
:· ინდივიდუალურად
· ჯგუფთან ერთად
ჯგუფის წევრები--------
ავღწერ აქტივობას და მივუთითებ რა მიზნისთვის უნდა მიმეღწია:
აქტივობა--------
მიზანი------
ჩემი აზრით, მიზანს
· მივაღწიე
· ნაწილობრივ მივაღწიე
· ვერ მივაღწიე
· თავისუფლად, დაბრკოლებების გარეშე შევასრულეაქტივობა
· წავაწყდი სირთულეებს
· სიზნელეები ვერ გადავლახე
· გადავლახე შემდეგნაირად.----------
პროექტის შეფასების რუბრიკა (1-2-3 ქულა)
1. მიზანი
1.არ არის კარგად გამოკვეთილი, ბუნდოვანია
2.ხდება ერთ მიზანზე ფოკუსირება
3.კარგად გამოკვეთილი მიზნები, მარტივად აღსაქმელი
2. ორგანიზება
1.სუსტად ორგანიზებული, არ არის იდეებს შორის ლოგიკური ჯაჭვი, რაც აბნევს მკითხველს/მსმენელს
2.გააზრებულია თანმიმდევრულობა, ორგანიზების ნიშნებით, ზოგი გადასვლა იდეებს შორის არის მარტივი, ზოგი გაუგებარი
3.კარგად ორგანიზებული ფორმატი, ლოგიკური გადასვლა ერთი იდეიდან მეორეზე, ორგანიზება ზრდის პროექტის ეფექტურობას
3. შინაარსის კორექტულობა
1.ხშირად გვხვდება შეუსაბამო, მცდარი ინფორმაცია,
2.ძირითადად კორექტულია, ზოგიერთი შეუსაბამო ან მცდარი ინფორმაციით
3.მთლიანად კორექტული, ფაქტები ზუსტი და მკაფიო
4. ენობრივი გამართულობა
1.ენობრივად გაუმართავი, ხშირი შეცდომებით
2.ენობრივად გამართული, მცირე შეცდომებით
3.ენობრივად გამართულია, დაცულია პუნქტუაციის ნიშნები
5. კვლევა
1.კვლევა არაეფექტურადაა დაგეგმილი, გამოყენებული წყაროები არ არის სანდო, ანალიზი ზედაპირულია
2.კვლევა დაგეგმილია, მაგრამ ჯგუფის პოტენციალი მთლიანად არ არის გამოყენებული, 3.შეზღუდული რაოდენობის წყაროებია გამოყენებული, ანალიზი მისაღებია
კვლევა არის დაგეგმილი, გამოყენებულია არაერთ წყარო და ანალიზი სიღრმისეულია
6. თვალსაჩინოებები
1.თვალსაჩინოებები ხშირად შინაარსთან შეუსაბამოა, ან არ არის ჯგუფის მიერ შექმნილი
2.თვალსაჩინოებების კავშირი შინაარსთან ნატელია, მაგრამ ერთფეროვანია,
3.მრავალფეროვანი, შინაარსის შესატყვისი, აკურატულად შესრულებული
7. შემოქმედებითობა
1.მცირე შემოქმედებითი ენერგიის დანახარჯი ჯგუფის მხრიდან
2.ზოგჯერ ჩანს ჯგუფის ორიგინალური აზრები, რაც ეხმარება პროექტის უკეთ წარმოჩენაში
3.ჩანს ჯგუფის ორიგინალობა, სიახლე და თავისებური ხედვა, რაც პროექტს საინტერესოს ხდის
8. კავშირები საგნებთან
არ ჩანს ჯგუფის კომპეტენცია საგნებში, გვხვდება ფაქტების უზუსტო ინტერპრეტირება
მოსაზრებები დაკავშირებულია ერთი ან ორი საგნიდან მიღებულ ცოდნასთან
ხდება მთავარი მოსაზრებების დაკავშირება სხვადასხვა საგნიდან მიღებულ ცოდნასთან, რაც მიუთითებს ჯგუფის მრავალი მიმართულებით კომპეტენტურობაზე
9. დასკვნები
1.არ არის ჩამოყალიბებული დასკვნები
2.დასკვნები ჩამოყალიბებულია კვლევის ადეკვატურად, მაგრამ არ არის მკაფიო
3.დასკვნებში არის სიახლე (ორიგინალობა), ლოგიკური კავშირი იგრძნობა კვლევასთან, ისინი მკაფიოდაა ჩამოყალიბებულია
10. პრეზენტაცია
1.ეფექტურად არ არის წარმოჩენილი პროექტის არსი, უჭირს აზრის ჩამოყალიბება და პასუხების გაცემა, არ არის მიზნობრივად გამოყენებული თვალსაჩინოებები
2.ბუნდოვნად აყალიბებს პროექტის არსს, იყენებს თვალსაჩინოებებს, პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
3.ნათლად ჩამოყალიბებული პროექტის არსი, მკაფიო მეტყველება, აუდიტორიაზე გათვლილი, ძირითადი იდეებია გაშლილი, იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას










No comments:
Post a Comment